2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სიძრმისეულად შეისწავლიან, გამოიკვლევენ, მოიძიებენ მასალას პოეტის შესახებ, დაეუფლებიან კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევას.
3. პროექტის მსვლელობა:
- I ჯგუფი მოიძიებს საინტერესო მასალას ზ. გამსახურდიას "ვეფხისტყოსნის სახისმეტყველებას; ალ. ბარამიძის "შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი"; დოკუმენტური ფილმს – "მოგზაურობა იერუსალიმში" ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძის და გიორგი წერეთლის მონაწილეობით.
- II ჯგუფი შეხვდება ცნობილ ადამიანებს, პროფესორ–მასწავლებლებს, რათა მათგან შეიტყონ საინტერესო ინფორმაცია შოთას წარმომავლობის შესახებ, გააკეთებენ ჩანაწერებს, კარგი იქნება თუ ხელნაწრთა ინსტიტუტსაც ეწვევიან და ნახავენ ასევე ძველ ხელნაწერებს "ვეფხისტყაოსნისას".
- III ჯგუფი შეისწავლის ქვაბისხევის მონასტერში გამოსახული შოთას და მისი დედის იას ფრესკების ისტორიას. გადაიღებენ ფოტოსურათებს.
4. მონაწილის ასაკი: 15 წელი
5. შესრულების დრო: 2 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კომპიუტერზე მუშაობა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: საკონფერენციო თემა. გაიზრდება ინტერესი ,რათა შეისწავლონ "ვეფხისტყაოსანი" და ჩაწვდნენ მის გენიალობას.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან შოთა რუსთაველის წარმომავლობის შესახებ ცნობებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტურ ხერხებს.
x.6 მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს ფუნქციონირებისა და ორგანიზების თვალსაზრისით. x.11 მოსწავლე წერს თხზულებას სხვადასხვა მიზნით სხვადასხვ აუდიტორიისთვის. ასევე მოსწავლე განამტკიცებს პრეზენტაციის უნარ– ჩვევას, კვლევის უნარს, სათქმელის სწორად გადმოცემას, იყენებს ვიზუალურ მასალას, იცავს დროის ლიმიტს. ყურადღებას ამახვილებს ენობრივი ნორმებისდაცვას და შესაბამისი სტილის დაცვას.
11. პროექტის ფასილიტატორი: ირინა საყვარელიძე
12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: irina.sayvarelidze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.irina-sayvarelidze.blogspot.com